ბოლოთაევი დავით სოლომონის ძე (1889)
- დაბადების თარიღი: 1889 წ.
- დაბადების ადგილი: ცხინვალის (სტალინირი) რ-ნი, სოფ. კლიანა , საქართველო
- ეროვნება: ოსი
- განათლება: დაწყებითი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: სტალინირის ფოსტის უფროსი
- საცხოვრებელი ადგილი: ქ. სტალინირი (ცხინვალი), საქართველო
- პარტიულობა: საქ. სსრ კპ(ბ) წევრი; პარტიიდან გარიცხეს დაპატიმრების გამო.
- ბრალად ედება: რომ იყო მემარჯვენე არალეგალური კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრი. ამ ორგანიზაციაში გადაიბირა საქართველოს კომუნისტური პარტიის სამხრეთ ოსეთის საოლქო კომიტეტის ყოფილმა მდივანმა ბორის ტატუევმა 1936 წლის ოქტომბერში. ამ ორგანიზაციის დავალებით ეწეოდა ხალხის გადაბირებას კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში და ეწეოდა მავნებლობას კავშირგაბმულობის დარგში. წაყენებულ ბრალდებებში თავი ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: გაგუა, მონაწილეობდნენ: ქობულოვი, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან