ბოლქვაძე დავით ნიკოლოზის ძე (1904)

  • დაბადების თარიღი: 1904 წ.
  • დაბადების ადგილი: საქართველო, თბილისი
  • ეროვნება: ქართველი
  • განათლება: საშუალო
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - აფხაზეთის შიდა ვაჭრობის სახალხო კომისარი
  • პარტიულობა: საქართველოს კპ(ბ) წევრი 1928 წლიდან 1937 წლამდე; პარტიიდან გარიცხეს წინამდებარე საქმესთან დაკავშირებით. თავი ცნო დამნაშავედ.

  • ბრალად ედება: რომ იყო წევრი აფხაზეთში მოქმედი მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციისა, რომელშიც გადაიბირა კ/რ დ. ქუჩულორიამ, რომელიც დაკავშირებული იყო გერმანე მგალობლიშვილთან. ბრალდებული ბოლქვაძე ასრულებდა დ. ქუჩულორიას კ/რ დავალებებს. ამასთან ერთად, ბრალდებული ბოლქვაძე კავშირში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს ყოფილ თანამშრომელთან მიხეილ ძიძიგურთან და მისგან იღებდა იარაღს. საპატიმროს საკანში ყოფნის დროს ბრალდებული ბოლქვაძე ეწეოდა კ/რ აგიტაციას. მხილებულია თავი ცნო დამნაშავედ.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: პეტროსიანი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

კონტრრევოლუციონერების: ქუჩულორიას, ჯომარჯიძის, ჯიქიას ჩვენებებით.