ბუაჩიძე ანდრია გრიგორის ძე (1899)
- დაბადების თარიღი: 1899 წ.
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დირექტორი, სასოფლო-სამეურნეო კათედრის დოცენტი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1916 წლიდან. გარიცხეს დაპატიმრების გამო.
- ბრალად ედება: რომ 1936 წლიდან იყო არალეგალური კ/რ მავნებლურ-ძირგამომთხრელი და დივერსიულ-ტერორისტული მემარჯვენე ორგანიზაციის წევრი, რომელშიც გადაიბირა ცენტრის წევრმა - შ. მათიკაშვილმა. მათიკაშვილის დავალებით სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ეწეოდა კ/რ ძირგამომთხრელ და გადაბირებით სამუშაოს. აფერხებდა მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების პროცეს, რომელიც აუცილებელი იყო სოფლის მეურნეობის შემდგომი განვითარებისთვის, აფერხებდა სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის ორგანიზებას, სამეცნიერო-კვლევით მუშაობას პროფესორ-მასწავლებლების შემადგენლობაში, სტუდენტთა უზრუნველყოფას სტაბილური სასწავლო პროგრამებით, გეგმებითა და სახელმძღვანელოებით. პირადად გადაიბირა ცენტრში შალვა ქორიძე, აკაკი კალაძე, სამსონ მურვანიძე. დაავალა მათ, ეწარმოებინათ კ/რ გადაბირებითი საქმიანობა ინსტიტუტის მომუშავე „უკმაყოფილო" პარტიის წევრებს შორის. უმალავდა პარტიას საკუთარ კ/რ მემარჯვენე საქმიანობას. წაყენებულ ბრალდებებში თავი ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: ზელენცოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- მუხლი: 58-8, 58-11.
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან