ბულდიხინი ალექსანდრე სიმონის ძე (1901)

  • დაბადების თარიღი: 1901 წ.
  • დაბადების ადგილი: ქ. ასტრახანი, რუსეთი
  • ეროვნება: რუსი
  • სოციალური წარმომავლობა: მუშა
  • განათლება: უმაღლესი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე- ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ვეტერინარიული განყოფილების ხელმძღვანელის თანაშემწე, სამხედრო წოდება - მეორე რანგის სამხედრო ვეტექიმი
  • პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1931 წლიდან; პარტიიდან გარიცხეს დაპატიმრების გამო.

  • ბრალად ედება: რომ 1) იყო წევრი კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული, დივერსიულ- მავნებლური ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12.1934 წ. განახორციელა ს. მ. კიროვის საზარელი მკვლელობა და 1934-1937 წწ. ამზადებდა ტერორისტულ აქტებს პარტიის ხელმძღვანელებისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. 2) იყო კ/რ ტროცკისტული მავნებლური სამხედრო ორგანიზაციის წევრი, ეწეოდა გადაბირებით და მავნებლურ საქმიანობას, მიმართულს მუშათა და გლეხთა წითელი არმიის ძლიერების შესასუსტებლად. თავი სრულად ცნო დამნაშავედ. მხილებულია ბრალდებულების რ.ი ბურშტეინისა და მ.გ. არევის ჩვენებებით.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: კერვალიშვილი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
  • მუხლი: 58-7, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში 1923 წლიდან