ბურდული ალექსანდრე გიორგის ძე (1901)
- დაბადების თარიღი: 1901 წ.
- დაბადების ადგილი: თიანეთის რაიონი, სოფ. ტოლათსოფელი, საქართველოს სსრ
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ყაზბეგის რაიონის პროკურორი
- პარტიულობა: 1926 წ-დან სკკპ(ბ) წევრი, პარტიიდან გაირიცხა 1937 წ. კ/რ საქმიანობისთვის.
- ბრალად ედება: რომ იყო უკმაყოფილო თავისი კერძო და მატერიალური მდგომარეობით, მტრულად განწყობილი კოლმეურნეობებისა და პარტიული ხელმძღვანელობის მიმართ და 1937 წლის დასაწყისში ანტონ ფოცხვერაშვილმა (ყაზბეგის რაიკომის მდივნის ყოფ. მოადგილე) გადაიბირა კ/რ მემარჯვენე ორგანიზაციაში. იყო ყაზბეგის რ-ნში მოქმედი მემარჯვენე ორგანიზაციის აქტიური წევრი. ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა ყაზბეგის რაიკომის ყოფ. მდივანი შ. ნამგალაძე, რომლის დავალებითაც გააწევრიანეს ორგანიზაციაში. ეწეოდა გადაბირებით საქმიანობას. როგორც ორგანიზაციის წევრმა, კ/რ საქმიანობისთვის ნამგალაძისგან მიიღო მატერიალური გასამრჯელო 1400 მან. ბურდული მავნებლური საქმიანობისთვის მიმაგრებული იქნა სიონის სოფსაბჭოში, სადაც ჩაშალა საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, რაც თავადაც აღიარა 8.09.1937 წელს მიცემულ ჩვენებაში (მიუთითა, რომ ეს გააკეთა ფოცხვერაშვილის დავალებით). ამავე დროს, მემარჯვენე ტერორისტული ორგანიზაციის დავალებით ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას, როგორც პროკურორი. კერძოდ, უკანონოდ წყვეტდა საქმეებს, რომლებიც აღძრული იყო ხალხის მტრების ა.კაზალიკაშვილი, მ. კიკნაძე , რაც დამოწმებულია პროკურატურის შესაბამისი აქტით. ჩამოთვლილი პირები პასუხისგებაში იყვნენ მიცემული სოფლის მეურნეობაში მავნებლობისა და ომის დროს ცხენების რაოდენობის აღრიცხვის ჩაშლისთვის, რომელსაც ატარებდა დუშეთის რაიონული სამხედრო კომისარიატი ა. წ. ივნისსა და ივლისში. დღეს ისინი დაპატიმრებული არიან და საქ. სსრ შინსახკომის სამეულის მიერ მისჯილი აქვთ დახვრეტა. ყაზბეგის რაიონში მემარჯვენეთა კ/რ ტერორისტული ჯგუფის ხელმძღვანელის, შ.ნამგალაძის მითითებით მან არ გასცა სანქცია დამნაშავე კრიმინალური ელემენტების კანონიერ დაჭერაზე, რაც დაადასტურა კიდეც თავის ჩვენებაში 08/09-1937 წელს. ა.გ. ბურდულისთვის წაყენებული ბრალდება დადასტურებულია კ/რ საქმიანობისთვის დაპატიმრებული ა.ფოცხვერაშვილის, შ. ნამგალაძის, შ. ანდღულაძის, შ. პაიჭაძის , ი. დათეშიძისა და დ. ყაზბეგის ჩვენებებით. თავად ბრალდებულმა თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: კარახანოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
წინააღმდეგ. ესენი იყვნენ კ/რ მემარჯვენეები: კ. ხინჩაგოვი, შ. ჩოფიკაშვილი,