ბუჯიევი იოსებ ალექსანდრეს ძე (1904)
- დაბადების თარიღი: 1904 წ.
- დაბადების ადგილი: სოფ. ორტევი, სამხრეთ ოსეთი
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: ოსი
- განათლება: საშუალო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - სამხრეთ ოსეთის მანქანა- ტრაქტორთა სადგურის უფროსის მოადგილე კოლმეურნეებთან ანგარიშსწორების ნაწილში.
- პარტიულობა: საქ. სსრ კპ(ბ) წევრი 1926 წლიდან, პარტიიდან გარიცხეს დაპატიმრების გამო.
- ბრალად ედება: რომ იყო სამხრეთ ოსეთის კ/რ მემარჯვენე ორგანიზაციის წევრი. ამ კ/რ ორგანიზაციაში გადაიბირა სტალინირის მანქანა-ტრაქტორთა სადგურის ყოფილმა დირექტორმა გიორგის ჯანაევმა 1937 წელს. მისი დავალებით ეწეოდა მავნებლობას სოფლის საბჭოში და ტრაქტორისტებისა და კოლმეურნეებისათვის ანაზღაურების გადახდისას. თავი ცნო დამნაშავედ. მისი ბრალეულობა დასტურდება მოწმეთა ჩვენებებითა და პირზე წაყენებით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: გაგუა, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან