გაბუნია გრიგოლ ბესარიონის ძე (1893)

  • დაბადების თარიღი: 1893 წ.
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
  • სოციალური წარმომავლობა: აზნაური
  • განათლება: საშუალო
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: საქთევზმრეწვის ტრესტის მმართველი; ადრე - საქ. კპ (ბ) ზესტაფონის რაიკომის მდივანი
  • პარტიულობა: ყოფილი სოციალ-ფედერალისტი; სკკპ(ბ) წევრი 1920 წლიდან; გაირიცხა 1937 წელს.

  • ბრალად ედება: რომ 1) 1930 წლიდან დაპატიმრების დღემდე იყო მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციის აქტიური წევრი; 2) ზესტაფონის რაიონში შექმნა ოცდაათკაციანი კ/რ ორგანიზაცია; ხელმძღვანელობდა ყველა მავნებლურ, ძირგამომთხრელ სამუშაოს რაიონში; თავი ცნო დამნაშავედ. მხილებულია შარიქაძის, ცეხაძის, სუჯიშვილის და მიქაძის ჩვენებებით.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: კოვალჩუკი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-7, 58-8, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

მსახურობდა მენშევიკურ გვარდიაში, დაჯილდოებულია გიორგის ჯვრით.