გაგულია ტარასხან ალექსის ძე (1896)
- დაბადების თარიღი: 1896 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, აფხაზეთი, გუდაუთა, სოფ. ლიხნი
- ეროვნება: აფხაზი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - აფხაზეთის შინსახკომის მუშათა და გლეხთა მილიციის სისხლის სამართლის სამძებრო ნაწილის ხელმძღვანელი
- ბრალად ედება: რომ 1. იყო კონტრრევოლუციური მეამბოხე დივერსიულ-მავნებლური, ტერორისტული, მემარჯვენე ორგანიზაციის წევრი, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას შეიარაღებული აჯანყებით, მავნებლობით, დივერსიული და ტერორისტული აქტების განხორციელებას. 2. კონტრრევოლუციური ორგანიზაციის დავალებით სისხლის სამართლის დამნაშავეთა და ბანდიტურ ელემენტთა წინააღმდეგ ბრძოლის შესუსტების მიზნით შეგნებულად ეწეოდა კონტრრევოლუციურ მავნებლურ საქმიანობას სისხლის სამართლის სამძებრო ნაწილსა და მილიციაში. 3. ორგანიზაციის სხვა წევრებთან ერთად აქტიურად ემზადებოდა შეიარაღებული აჯანყებისა და საბჭოთა ხელისუფლების დამხობისათვის. ბრალდებულმა თავის ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: აბაზოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან