გავრილოვი კონსტანტინე პავლეს ძე (1899)
- დაბადების თარიღი: 1899 წ.
- ეროვნება: რუსი
- სოციალური წარმომავლობა: მეშჩანი
- განათლება: საშუალო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიკის ინსტიტუტის სამხედრო ხელმძღვანელი; მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში - 1918 წლიდან 1937 წლის ოქტომბრამდე.
- პარტიულობა: უპარტიო
- ბრალად ედება: რომ იყო ანტისაბჭოურად განწყობილი და უკმაყოფილო სამსახურებრივ- მატერიალური მდგომარეობით და კონტრრევოლუციურ მეამბოხე ორგანიზაციაში გადაიბირა კავკასიის ოცდამეშვიდე მსროლელთა პოლკის მეცხრე დივიზიის ყოფილმა ხელმძღვანელმა გორდეევმა. გავრილოვი მისგან იღებდა კონტრრევოლუციურ, მავნებლურ დავალებებს, ეწეოდა ჯაშუშურ საქმიანობას და იბირებდა ახალ პირებს ამ საქმიანობისათვის.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ენუქიძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- მუხლი: 58-1-ბ, 58-6, 58-7, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან