გალდავაძე გრიგოლ ანტონის ძე (1906)

  • დაბადების თარიღი: 1906 წ.
  • დაბადების ადგილი: ხონის (წულუკიძე) რ-ნი, სოფ. ივანდიდი, საქართველო
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
  • ეროვნება: ქართველი
  • სოციალური წარმომავლობა: ვაჭარი
  • განათლება: უმაღლესი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: საქართველოს შაქრის ქარხნის მთავარი ინჟინერი
  • პარტიულობა: უპარტიო

  • ბრალად ედება: რომ უშუალოდ მონაწილეობდა შაქრის ქარხნის წინააღმდეგ კ/რ მავნებლური გეგმის შედგენაში. მისი დავალებით შეიქმნა კ/რ დივერსიულ- მავნებლური ორგანიზაცია, რომელიც აქტიურად ეწეოდა კ/რ საქმიანობას შაქრის ქარხანაში და ჩაშალა სკპ(ბ) და მთავრობის პროდუქციის გასაშვები ღონისძიებები. თავი სრულად ცნო დამნაშავედ. მხილებულია მალოხატკოს, არტიუხოვის, ჟოჟიკაშვილის, მოლჩანის და სხვ. ჩვენების საფუძველზე.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ავაკოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

ყოფილი მსხვილი ვაჭრების, კერძო მესაკუთრეების ოჯახიდან