გალდავა შუშანა ნესტორის ასული (1886)

  • დაბადების თარიღი: 1886 წ.
  • დაბადების ადგილი: საქართველო, ქუთაისის რაიონი, სოფ. ღანირი
  • ოჯახური მდგომარეობა: გაუთხოვარი
  • ეროვნება: ქართველი
  • სოციალური წარმომავლობა: სასულიერო წოდების
  • განათლება: არასრული უმაღლესი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ბავშვთა ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორი. პროფესიით პედაგოგი. 1914 წელს დაამთავრა ქალთა უმაღლესი კურსების ისტორიის ფაკულტეტი თბილისში.
  • საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ,თბილისი, მახარაძის ქ. #13
  • პარტიულობა: 1904 წლიდან 1928 წლამდე სკკპ(ბ)-ს წევრი. გარიცხულია როგორც ტროცკისტი.

  • დაპატიმრების თარიღი: 10/08/1936 წ.
  • ბრალად ედება: რომ 1) 1929 წელს დააპატიმრეს და გაასამართლეს აქტიური არალეგალური საქმიანობისთვის. გადასახლებაშიც აგრძელებდა ტროცკისტულ საქმიანობას. თვალთმაქცურად გააკეთა ტროცკიზმისგან განდგომის განცხადება და 1931 წელს თბილისში დაბრუნების შემდეგ დარჩა ურყევ ტროცკისტად; 2) 1934 წელს გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ შეხვდა აქტიურ არალეგალ ბენო კალანდაძეს, რომელთანაც ჰქონდა კონტრრევოლუციური საუბრები და უკანასკნელ დრომდე ინარჩუნებდა მჭიდრო კავშირს სულაქველიძეს, დიდიძესა და დარახველიძესთან. ბრალი აღიარა ნაწილობრივ. მხილებულია დიდიძის, დარახველიძისა და სულაქველიძის ჩვენებებით.
  • გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია, მომხსენებელი: გასიევი, მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ორლოვი, ჟდანი, ბატნერი
  • მუხლი: 17-58-8, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

სასჯელის ვადის ათვლა დაიწყოს 1936 წლის 8 ოქტომბრიდან. 1937 წლის 23 აგვისტოს სპეციალური თანხლებით გადაგზავნილია ქ. იაროსლავლში იაროსლავლის ციხის უფროსის განკარგულებაში.