გალუსტიანი კონსტანტინე ისააკის ძე (1893)
- დაბადების თარიღი: 1893 წ.
- დაბადების ადგილი: ქ. ბაქო, აზერბაიჯანი
- ეროვნება: სომეხი
- სოციალური წარმომავლობა: კუსტარი (შინამრეწველი)
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ამიერკავკასიის სამხედრო რკინიგზის საგზაო- სანიტარიული განყოფილების ლენინაკანის რკინიგზის საავადმყოფოს ექიმი
- პარტიულობა: უპარტიო
- დაპატიმრების თარიღი: 10/16/1937 წ.
- ბრალად ედება: რომ იყო გერმანიის დაზვერვის აგენტი, რომელთანაც კავშირი ჰქონდა 1935 წლიდან. შედიოდა ა/ს ბურჟუაზიულ-ნაციონალისტურ ორგანიზაციაში, რომელიც არსებობდა ამიერკავკასიის სამხედრო რკინიგზის სისტემაში. კ/რ ორგანიზაციის დავალებით ეწეოდა მავნებლურ, ძირგამომთხრელ საქმიანობას რკინიგზელთა სამედიცინო მომსახურების ჩაშლის ხაზით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: კისელევსკი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
მსახურობდა სამხედრო ექიმად დენიკინის თეთრ არმიაში, რომლის განადგურების შემდეგ წავიდა ემიგრაციაში საზღვარგარეთ. ცხოვრობდა გერმანიაში, საფრანგეთში, ბელგიაში და კუნძულ კვიპროსზე 1926 წლამდე.