გამთენაძე დავით თევდორეს ძე (1904)
- დაბადების თარიღი: 1904 წ.
- დაბადების ადგილი: თერჯოლის (ჩხარი) რ-ნი, სოფ ჩხარი , საქართველო
- ეროვნება: ქართველი
- განათლება: დაწყებითი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე იყო ჩხარის რაიონის პროკურორი
- პარტიულობა: 1932 წლიდან იყო სკკპ(ბ) წევრი. პარტიიდან გარიცხეს 1937 წელს
- ბრალად ედება: რომ იყო ჩხარის რაიონის მემარჯვენე დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის წევრი. იყო რაიონის პროკურორი და მჭიდრო კავშირი ჰქონდა ჩხარის რაიონის მემარჯვენე კ/რ, მავნებლური ორგანიზაციის წევრებთან, ყოფილ რაიკომის მდივან აკაკი მახათაძესთან და რაიონული აღმასრულებელი კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარე ალექსანდრე ფანჩულიძესთან, რომლებსაც, თავის მხრივ, კავშირი ჰქონდათ კ/რ ცენტრთან - გიორგი კურულოვთან და მიხეილ ნიორაძესთან. გამთენაძე გადაბირებული იყო ამ ორგანიზაციაში 1934 წლიდან. იგი მალავდა და ხელს უწყობდა გადასახადს, ბ) გაავსო კოლმეურნეობის აპარატი მენშევიკებით, ნაციონალ- დემოკრატებითა და სხვადასხვა სისხლის სამართლის დამნაშავე ელემენტებით, რომლებიც წლების განმავლობაში იტაცებდნენ სოციალისტურ დოვლათს და რაიონში არ არის არც ერთი შემთხვევა, რომ დამნაშავეები დასჯილიყვნენ 7 აგვისტოს კანონის თანახმად. კონტრრევოლუციონერ კურულოვის დავალებით მალავდა რეალური თანხის ბრუნვის ციფრებს და დამალული თანხის ბრუნვამ შეადგინა 490 000 მანეთი; გ) გაზარდა ვაზის ნერგების დამზადების გეგმა 600 000 ცალიდან 3 000 000-მდე და კოლმეურნეობას მიაყენა 290 000 მანეთის ზარალი; დ) გაანიავა კოლმეურნეობის გამწევი ძალა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, რომლებიც განკუთვნილი იყო შრომადღეებზე გასაცემად.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: გაბისონია, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
ჩხარის რაიონში კ/რ მავნებლურ საქმიანობას: ა) უკანონოდ უწესებდა გლეხებს