გარდერი არნოლდ ალექსანდრეს ძე (1900)

  • დაბადების თარიღი: 1900 წ.
  • დაბადების ადგილი: გერმანია, ქ. კენიგსბერგი
  • ეროვნება: გერმანელი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - საქ. ავტოტრესტის თბილისის ტექნიკური ექსპლუატაციის განყოფილების უფროსის მოადგილე
  • პარტიულობა: საკავშირო კპ(ბ) წევრი 1926 წლიდან; გაირიცხა კონტრრევოლუციური საქმიანობის გამო.

  • ბრალად ედება: რომ 1936 წ. ოქტომბერში მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციაში გადაიბირა საქ. ავტოტრესტის ყოფილმა მმართველმა დავით ბაგრატიონმა. აქტიურ მონაწილეობას იღებდა კ/რ ორგანიზაციის საქმიანობაში და იყო ყველა იმ მიმდინარე ღონისძიების საქმის კურსში, რომელიც მიმართული იყო საბჭოთა ხელისუფლების სიძლიერის შესუსტებისკენ და, ასევე, დაკავებული იყო მავნებლობით საქართველოს ავტომეურნეობაში - შეგნებულად გამოჰყავდა მწყობრიდან მანქანები, რომლებიც გათვლილი იყო სამობილიზაციო პერიოდისთვის. ხელს უწყობდა კ/რ ორგანიზაციის სხვა წევრების უკანონო მავნებლურ მოქმედებებს. თავი ცნო დამნაშავედ.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ნასიძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან