გარსევანიშვილი გიორგი ალექსანდრეს ძე (1903)
- დაბადების თარიღი: 1903 წ.
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: ქართველი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - მე-3 ავტოასეულის მეთაური
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი; გაირიცხა საკავშირო კპ(ბ)-ის რიგებიდან 1937 წელს ხალხის მტრებთან კავშირის გამო.
- ბრალად ედება: რომ იყო კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის აქტიური წევრი, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ინდივიდუალური ტერორის განხორციელება საკავშირო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ, მავნებლური და დივერსიული აქტების ორგანიზება, რომელიც მიმართული იქნებოდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობისა და საბჭოთა კავშირში კაპიტალიზმის რესტავრაციისკენ. აღნიშნულ კ/რ ორგანიზაციაში გარსევანიშვილი შევიდა 1935 წელს ხალხის მტერ ქუთათელაძის (ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების მეთაურის თანაშემწე) წინადადებით და იქ ეწეოდა აქტიურ საქმიანობას. თავი დამნაშავედ ცნო.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: დუდკინი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-7, 58-8, 8-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან