გაჩეჩილაძე ნიკოლოზ ბესარიონის ძე (1907)
- დაბადების თარიღი: 1907 წ.
- სახელის ვერსიები: გაჩეჩილაძე ჭიჭიკო ბესარიონის ძე
- დაბადების ადგილი: საქართველო, ზესტაფონი
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: ვაჭარი
- განათლება: საშუალო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: რაიონის სამომხმარებლო კავშირის თავმჯდომარე
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრობის კანდიდატი
- ბრალად ედება: რომ, 1936 წლის დასაწყისში ზესტაფონის რაიონის მემარჯვენე ორგანიზაციის ხელმძღვანელ გაბუნიას დავალებით ამავე ორგანიზაციის წევრმა ნ. ნარიკაძემ გადაიბირა მემარჯვენე კ/რ ორგანიზაციაში. გაჩეჩილაძემ მავნებლური მეთოდით ხალხის შერჩევის შემდეგ ვაჭრობის ქსელი გაავსო სისხლის სამართლის დამნაშავე ელემენტებით, რის შედეგადაც ზესტაფონის რაიონის სამომხმარებლო კავშირს 1936 წელს ჰქონდა დანაკლისი 500 ათასი რუბლი, მათგან 200 ათასი - ჯგუფური გაფლანგვა. ნ. ნარიკაძის, დ. თოდუას, ა. ჯუღელის, ი. არჩვაძის ჩვენებების საფუძველზე გაჩეჩილაძე სრულიად იქნა მხილებული, როგორც წევრი მემარჯვენე ორგანიზაციისა, რომლის დავალებითაც გაჩეჩილაძე ეწეოდა მავნებლურ სამუშაოებს ვაჭრობის სფეროში.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: სხირტლაძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან