გევინიანი კარაპეტ სააკის ძე (1901)
- დაბადების თარიღი: 1901 წ.
- დაბადების ადგილი: ქ. ლენინაკანი (გიუმრი), სომხეთი
- ეროვნება: სომეხი
- სოციალური წარმომავლობა: მუშა
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - 328-ე სამხედრო სამშენებლო უბნის სამხედრო კომისარი; წოდება - ბატალიონის კომისარი.
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი; პარტიიდან გაირიცხა 1938 წელს დაპატიმრების გამო.
- ბრალად ედება: რომ 1) იყო აქტიური წევრი კ/რ ტროცკისტული ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12.1934 წელს განახორციელა ს.მ კიროვის მზაკვრული მკვლელობა და შემდგომ წლებში გეგმავდა ტერაქტებს სკკპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ; 2) 1930 წლიდან იყო კ/რ სამხედრო-მავნებლური ორგანიზაციის წევრი, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას და კაპიტალიზმის რესტავრაციას; 3) ეწეოდა მავნებლობას წითელ არმიაში, რომელიც მიმართული იყო მისი ბრძოლისუნარიანობის შესუსტებისკენ; 4) ეწეოდა სამხედრო მოსამსახურეების კ/რ დამუშავებას მათი კ/რ ორგანიზაციაში გადაბირების მიზნით. თავი დამნაშავედ ცნო.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ფილატოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
- მუხლი: 58-7, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
წითელ არმიაში მსახურობდა 1921 წლიდან.