გერასიმოვი სერგო ავდეის ძე (1897)
- დაბადების თარიღი: 1897 წ.
- დაბადების ადგილი: ქ. თბილისი, საქართველო
- ეროვნება: სომეხი
- განათლება: არასრული უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - საქ. ადგილობრივი მრეწველობის სახალხო კომისარიატის მთავარი ეკონომისტი
- პარტიულობა: უპარტიო
- დაპატიმრების თარიღი: 10/25/1937 წ.
- ბრალად ედება: რომ 1937 წლის დასაწყისში მემარჯვენეთა კ/რ ტერორისტულ, დივერსიულ-მავნებლურ ორგანიზაციაში გადაიბირა დაგეგმვის განყოფილების უფროსმა სიმონ ანტონის ძე გალდავაძემ, რომლის დავალებითაც ატარებდა ძირგამომთხრელ სამუშაოს დაგეგმვის დარგში ,,სამთო მადნეულის" მრეწველობის საწარმოებში.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: მატუიზო, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-7, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან