გვაზავა დავით ფარნაოზის ძე (1902)
- დაბადების თარიღი: 1902 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, ხონი
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: ქართველი
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - განათლების სახალხო კომისარიატის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგე
- პარტიულობა: ალკკ ყოფილი წევრი; 1935 წ. გაირიცხა საკავშირო კპ(ბ)-ს რიგებიდან ტროცკისტობისთვის.
- ბრალად ედება: რომ 1922 წ. მონაწილეობდა ტროცკისტულ-უკლონისტური ჯგუფის საქმიანობაში, დაკავშირებული იყო ჩიხლაძესთან, ნიკოლოზ ცინცაძესთან, ავქსენტი პაპავასა და სხვებთან. პარტიიდან მისი გარიცხვის მომენტამდე მალავდა თავის შეხედულებებს, ცდილობდა, მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციაში გადაებირებინა ზოსიმე ჩახვაძე, გამოთქვამდა კ/რ შეხედულებებს საკავშირო კპ(ბ)-ს ხელმძღვანელთა წინააღმდეგ. აღიარა კ/რ კავშირი ს. ჩიხლაძეს, ნ. ცინცაძესა და სხვებთან და ასევე, თავისი ბრალეულობა ა/ს გამონათქვამების გამო. უარს აცხადებს მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციასთან და კ/რ საქმიანობასთან კავშირზე. მხილებულია ჩახვაძის და ფოცხიშვილის ჩვენებებით და დაპირისპირების ოქმებით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ლეჟნევი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან