გვახარია აკაკი კონსტანტინეს ძე (1894)

  • დაბადების თარიღი: 1894 წ.
  • დაბადების ადგილი: საქართველო, ხონი
  • ეროვნება: ქართველი
  • სოციალური წარმომავლობა: მოსამსახურე
  • განათლება: განათლებული
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატის I სკოლის დირექტორის მოადგილე
  • საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი
  • პარტიულობა: წარსულში - სოციალ-ფედერალისტების პარტიის წევრი; უპარტიო

  • დაპატიმრების თარიღი: 09/20/1937 წ.
  • ბრალად ედება: რომ იყო წევრი მემარჯვენეთა კ/რ ტერორისტული, მავნებლური ორგანიზაციისა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და კაპიტალიზმის რესტავრაცია საკავშირო კპ(ბ)-ის და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ ტერორისა და ძირგამომთხრელი მავნებლურის საქმიანობის გზით. 1931 წ. მარტში ა. კ. გვახარია მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციაში გადაიბირა ხალხის მტერმა, საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატის აპარატში მოქმედი კ/რ ორგანიზაციის საქმესთან დაკავშირებით აწ უკვე პასუხისგებაში მიცემულმა კ. ე. ბერიძემ. კ/რ ორგანიზაციაში შესვლის დღიდან მის დაპატიმრებამდე (20.IX.1937 წ.) ეწეოდა აქტიურ ძირგამომთხრელ, მავნებლურ კ/რ საქმიანობას სახალხო განათლების საქმეში. იყო საქმის კურსში კ/რ ორგანიზაციის საკავშირო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ ტერორისტული გეგმების შესახებ. თავი დამანაშავედ არ ცნო. მხილებულია ს. ლ. მამალაძის, ა. ს. თათარაშვილის და კ. ე ბერიძის ჩვენებებით.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: გოცირიძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან