გველესიანი ალექსანდრე მალაქიას ძე (1896)
- დაბადების თარიღი: 1896 წ.
- სოციალური წარმომავლობა: ვაჭარი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: მუშურ-გლეხური წითელი არმიის მეთაურთა სრულყოფის კურსების მასწავლებელი; წოდება - - კაპიტანი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1928 წლიდან. პარტიიდან გარიცხეს 1938 წელს აღნიშნული საქმის გამო,
- ბრალად ედება: რომ 1) იყო წევრი კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული, დივერსიულ- მავნებლური ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12.1934 წ. განახორციელა ს. მ. კიროვის საზარელი მკვლელობა და 1934-1937 წწ. ამზადებდა ტერორისტულ აქტებს პარტიის ხელმძღვანელებისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. 2. მსახურობდა მენშევიკურ არმიაში, აქტიურად იბრძოდა წითელი არმიის ნაწილების წინააღმდეგ. 3. 1931 წლიდან იყო წევრი კონტრრევოლუციური სამხედრო მავნებლური ორგანიზაციისა, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას და კაპიტალიზმის რესტავრაციას. ეწეოდა მავნებლობას წითელარმიელთა და მეთაურთა ქიმიურ მომზადებაში, რომელიც მიმართული იყო მუშათა და გლეხთა წითელი არმიის სიძლიერის შესამცირებლად. 5. იბირებდა ახალ წევრებს კ/რ ორგანიზაციაში.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: დუდკინი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-7, 58-8, 58-11.
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
1917 წლიდან 1921 წლამდე მუშაობდა მენშევიკურ არმიაში , აქტიურად იბრძოდა წითელი არმიის ნაწილების წინააღმდეგ.