გველესიანი ოლიფანტე პიმენის ძე (1902)
- დაბადების თარიღი: 1902 წ.
- დაბადების ადგილი: ზესტაფონის (ჯუღელი) რ-ნი, სოფ. შროშა, საქართველო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ქუთაისის ქალაქის საბჭოს თავმჯდომარე.
- საცხოვრებელი ადგილი: ქ. ქუთაისი, საქართველო
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი
- ბრალად ედება: რომ 1936 წელს იყო ქუთაისის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე. კ/რ ტერორისტულ დივერსიულ მავნებლურ მემარჯვენე ორგანიზაციაში გადაიბირა და ჩაითრია ხალხის მტერმა გერმანე მგალობლიშვილმა, რომლის მითითებებითაც ქუთაისში შექმნა კ/რ მემარჯვენე ორგანიზაცია და შეაგროვა მეომარ ტერორისტთა ჯგუფი, პარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების ლიდერების წინააღმდეგ ტერაქტების მოხდენის მიზნით. კ/რ მემარჯვენე ორგანიზაცია, რომლის ხელმძღვანელიც თავად იყო, ქუთაისის რაიონში ეწეოდა კ/რ მავნებლური საქმიანობას, ქუთაისის რაიონის ყველა სფეროში.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: დემუროვი, მონაწილეობდნენ: ქობულოვი, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან