გილი ანტონ ანდრეის ძე (1894)

  • დაბადების თარიღი: 1894 წ.
  • დაბადების ადგილი: პოლონეთი, ვილნოს გუბერნია, სოფ. სლიპკი
  • ეროვნება: რუსი
  • სოციალური წარმომავლობა: მოსამსახურე
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: საქ. ალკკ ცენტრალური კომიტეტის პროპაგანდისტთა სკოლის ლექტორი
  • საცხოვრებელი ადგილი: საქართველო, თბილისი
  • პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი

  • ბრალად ედება: რომ იყო აქტიური მონაწილე კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული მემარჯვენე ორგანიზაციისა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და კაპიტალიზმის დამყარება. იგი გადაბირებული იყო 1934 წ. ამიერკავკასიის სასოფლო-სამეურნეო სკოლის პრორექტორ გრიგოლ კვიცარიძის და ადრე ნასამართლევ, ხალხის მტრის, კ/რ ტროცკისტული ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელ - გ.ვ. სარჩიმელიას მიერ. კ/რ ტერორისტული ორგანიზაცია ჩამოყალიბებული ჰქონდა 1936 წ. მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის კურსებზე და რესპუბლიკის პროპაგანდისტთა სკოლაში. გილი ითვლებოდა ორივე ორგანიზაციის აქტიურ წევრად, იყო ყველაფრის საქმის კურსში, რაც ხდებოდა ორივე ორგანიზაციაში. მისი მიზანი იყო ბრძოლა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ და ტერორისტული აქტების მოწყობა საბჭოთა ხელისუფლებისა და კომპარტიის წევრებისათვის. გ. ვ. სარჩიმელიასგან დავალებული ჰქონდა ტერაქტების მოწყობა ლ. პ. ბერიასთვის. ბრალდებულმა ა. ა. გილმა ტერორისტულ ორგანიზაციაში გადაიბირა რიგი წევრებისა და, თავის მხრივ, მისცა დავალება ამ უკანასკნელთ, მოეწყოთ ტერორისტული აქტი ლ. ბერიას წინააღმდეგ.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: გოცირიძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-8, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან