გინტენდორფი გიორგი ალბერტის ძე (1903)
- დაბადების თარიღი: 1903 წ.
- დაბადების ადგილი: ლატვია, ქ. ლიბავა
- ეროვნება: გერმანელი
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - შინსახკომის მოტომსროლელთა მერვე პოლკის უფროსი ექიმი. მეორე რანგის სამხედრო ექიმი. მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში - 1923 წლიდან, შინსახკომის საჯარისო ნაწილებში - 1929 წლიდან.
- პარტიულობა: უპარტიო
- ბრალად ედება: რომ იყო მონაწილე კონტრრევოლუციური შეთქმულებისა, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას და საბჭოთა კავშირში კაპიტალიზმის რესტავრაციას სკპ(ბ) ლიდერებსა და საბჭოთა ხელისუფლებაზე ინდივიდუალური ტერორის გზით. ამზადებდა სამხედრო აჯანყებას და ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას საბჭოთა კავშირის ეკონომიკური და სამხედრო სიძლიერის ჩასაშლელად. იყო კონტრრევოლუციური შეთქმულების მონაწილე, აქტიურად ეწეოდა კონტრრევოლუციურ მავნებლურ საქმიანობას. სისტემატურად ეწეოდა კ/რ ფაშისტურ აგიტაციას სამხედრო მოსამსახურეთა შორის. მხილებულია შმატკოვის, პაშჩენკოს, გურიანოვის და სხვა 6 ადამიანის ჩვენებათა საფუძველზე. თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ხოლოპოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- მუხლი: 58-7, 58-11. 58-10
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან