გინცი ვლადიმირ კარლის ძე (1904)
- დაბადების თარიღი: 1904 წ.
- დაბადების ადგილი: რუსეთი, ს/პეტერბურგი
- ეროვნება: გერმანელი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - რადიოქარხნის საწარმოო განყოფილების უფროსის მოვალეობის დროებით შემსრულებელი
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ თბილისი
- პარტიულობა: უპარტიო
- ბრალად ედება: რომ იყო წევრი კ/რ ჯაშუშურ-ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციისა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და და კაპიტალიზმის აღდგენა. 1934 წ. გადაიბირა პოლონეთის დაზვერვის რეზიდენტმა, ქრისტიან ჰოლერ ჰანსენმა, რომლის დავალებითაც ჩამოყალიბდა ჯაშუშურ-დივერსიული ორგანიზაცია რადიოქარხანაში. ეწეოდა ჯაშუშურ საქმიანობას პოლონეთის სასარგებლოდ ჰანსენისთვის რადიოს მშენებლობის შესახებ საიდუმლო ხასათის მასალების გადაცემის გზით. ამზადებდა დივერსიულ აქტებს იმ მიზნით, რომ მწყობრიდან გამოეყვანა თბილისის რადიოსადგურები და რადიოქარხანა ომის გამოცხადების შემთხვევაში. იმავე ჰანსენს აწვდიდა თბილისის რადიოსადგურების განლაგების გეგმებს. ბრალდებული ვ. კ. გინცი, ეწეოდა ჯაშუშურ საქმინობას გერმანიის სასარგებლოდ, იყო კავშირში გერმანიის საკონსულოს თანამშრომელ გილბერტთან, რომელსაც გადასცემდა ჯაშუშური ხასიათის მასალებს. 1935 წლიდან, მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ, ეწეოდა კ/რ საქმიანობას და ინფორმირებული იყო ამ ორგანიზაციის მიერ ინდივიდუალური ტერორის განხორციელების შესახებ საკავშირო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: გოცირიძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-6, 58-8, 58-9, 58-11.
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან