გლადუშჩენკო ალექსანდრე ნიკოლოზის ძე (1913)
- დაბადების თარიღი: 1913 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, აჭარა, ბათუმი
- ეროვნება: რუსი
- განათლება: საშუალო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - საქ. სსრ ალკკ ბათუმის ქალაქკომის განსაკუთრებული სექტორის ხელმძღვანელი
- საცხოვრებელი ადგილი: ქ. ბათუმი, საქართველოს სსრ, აჭარის ასსრ, ბათუმი, ცხაკაიას ქ. # 48
- პარტიულობა: საქ. სსრ ალკკ წევრი. გაირიცხა დაპატიმრების გამო.
- ბრალად ედება: რომ იყო ახალგაზრდული კ/რ მავნებლური ორგანიზაციის წევრი, რომელიც მიზნად ისახავდა სკკპ(ბ)-სა და საბჭოთა მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლას და საბჭოთა ხელისუფლების დამხობას. როგორც საქართველოს ალკკ აჭარის საოლქო კომიტეტის განსაკუთრებული სექტორის ხელმძღვანელი, საოლქო კომიტეტის ფულადი სახსრებიდან გადასცემდა თანხებს კ/რ ორგანიზაციის წევრებს, მონაწილეობას იღებდა კომკავშირში ძირგამომთხრელ გამხრწნელ საქმიანობაში, რითაც იწვევდა უმნიშვნელოვანესი ამოცანის -ახალგაზრდებს შორის პოლიტაღმზრდელობითი სამუშაოს ჩაშლას. ანუ სჩადიოდა დანაშაულს, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსრ-ს სისხლის სამართლის კოდექსის 58/7, 58/10 და 58/11 მუხლებით. თავი დამნაშავედ ცნო.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: ეზიაშვილი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-7, 58-10, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან