გოგაძე ალექსანდრე იაკიმეს ძე (1901)
- დაბადების თარიღი: 1901 წ.
- დაბადების ადგილი: ვანის რაიონი, სოფ. შუამთა, საქართველო
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- განათლება: უმაღლესი პოლიტიკური
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე იყო ცეკავშირის ინსტრუქტორი.
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1919 წლიდან; პარტიიდან გაირიცხა დაპატიმრების გამო.
- ბრალად ედება: რომ 1) იყო წევრი კ/რ ტროცკისტული ტერორისტულ-მავნებლური, ჯაშუშური სამხედრო ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12.1934 წელს განახორციელა ს.მ კიროვის მზაკვრული მკვლელობა და შემდგომ წლებში (1934-1937) გეგმავდა ტერაქტებს სკკპ(ბ)-ს და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ; 2) იყო კ/რ ტროცკისტული, მავნებლური, საბრძოლო ორგანიზაციის აქტიური წევრი, ეწეოდა ფართომასშტაბიან კ/რ გადაბირებით და ძირგამომთხრელ საქმიანობას, რომელიც მიმართული იყო საბჭოთა კავშირის თავდაცვისუნარიანობის და მუშათა და გლეხთა წითელი არმიის ბრძოლისუნარიანობის შესუსტებისაკენ. ორგანიზაციაში გადაიბირა 4 პირი პოლკის პოლიტიკური ხელმძღვანელი შემადგენლობიდან. თავი სრულად ცნო დამნაშავედ. მხილებულია ბრალდებულების კრასნიხის და ლომაძის ჩვენებებით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: კერვალიშვილი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
- მუხლი: 58-7, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
იყო მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში 1923 წლიდან 1937 წლამდე. 24-ე ცხენოსანთა პოლკის დროებითი კომისარი