გოგია ვასილი პეტრეს ძე (1903)
- დაბადების თარიღი: 1903 წ.
- დაბადების ადგილი: სენაკის რ-ნი, სოფ. ფოცხო, საქართველო
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- განათლება: უმაღლესი -ა.ნ. კომაროვსკის სახელობის ლენინგრადის უმაღლესი სამხედრო საინჟინრო სასწავლებლის კურსდამთავრებული.
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე მუშაობდა მე-3 ინტერნაციონალის კოლმეურნეობაში აგრონომად.
- საცხოვრებელი ადგილი: გაგრის რაიონი, დაბა ბიჭვინთა, საქართველოს სსრ, აფხაზეთის ასსრ
- პარტიულობა: ალკკ წევრი 1926 წლიდან, პარტიიდან გარიცხულ იქნა 1937 წელს დაპატიმრების გამო, როგორც შინსახკომის ორგანოების მიერ გამოვლენილი ხალხის მტერი - ფაშიზმის აგენტი.
- დაპატიმრების თარიღი: 07/01/1937 წ.
- ბრალად ედება: რომ 1935 წელს შევიდა კ/რ ტროცკისტულ ტერორისტულ ორგანიზაციაში სუბტროპიკულ ინსტიტუტში, რომელსაც ხელმძღვანელობდა შალვა ოდილავაძე. 2) იყო წევრი კ/რ ორგანიზაციისა. იცოდა ტერორისტული აქტების შესახებ, რომლებიც მზადდებოდა საბჭოთა მთავრობისა და ხელისუფლების წინააღმდეგ. იყო ინფორმირებული შეიარაღებული გზით საბჭოთა ხელისუფლების დამხობის შესახებ. 3) ეწეოდა კ/რ აგიტაციას სტუდენტებს შორის და ქმნიდა უკმაყოფილებას საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკისადმი.
- გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია, მომხსენებელი: გრიგორიადი, მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ზარიანოვი, ჟიგური, კოსტიუშკო
- მუხლი: 58-8, 58-10, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან