გოგიჩაიშვილი დიომიდე პავლეს ძე (1907)

  • დაბადების თარიღი: 1907 წ.
  • დაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი, საქართველო
  • ოჯახური მდგომარეობა: ქვრივი
  • ეროვნება: ქართველი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ლანჩხუთის თეატრის ყოფილი დირექტორი.
  • საცხოვრებელი ადგილი: ქ. ლანჩხუთი, საქართველოს სსრ
  • პარტიულობა: საკავშირო კპ(ბ)-ს რიგებიდან გარიცხული იქნა 1937 წელს კ/რ ტროცკისტული საქმიანობისთვის. იმავე წელს, პარტიიდან გარიცხვის გამო, გოგიჩაიშვილმა თავითმკვლელობის მიზნით თავი მოიწამლა.

  • დაპატიმრების თარიღი: 08/02/1937 წ.
  • ბრალად ედება: რომ 1927 წელს ხმა მისცა კ/რ ტროცკისტებს. ეკუთვნოდა კ/რ ტროცკისტულ ორგანიზაციას. გოგიჩაიშვილს მჭიდრო კავშირი ჰქონდა არალეგალური კ/რ ორგანიზაციის ხელმძღვანელ პარმენ ცინცაძესთან (გადასახლებულია). იმყოფებოდა შეკრებაზე პარმენ ცინცაძის სახლში 1934 წელს, როდესაც ამ უკანასკნელს ეწვია კ/რ ცენტრის წევრი ვარდინი. აღნიშნული შეკრება იმართებოდა ვახშამის სახით და მასზე ადგილი ჰქონდა ანტისამთავრობო და ანტიპარტიულ საუბრებს. გოგიჩაიშვილი ქალაქის საბჭოს თავჯდომარეობის დროს ეხმარებოდა კ/რ ტროცკისტებს და არ კრეფდა მათგან სახელმწიფო გადასახადებს. ჯურუყვეთის სოფლის საბჭოში საქმიანობის დროს გოგიჩაიშვილმა ჩაშალა სამუშაოები.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: კვინტრაძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

1940 წ. თებერვალში გაათავისუფლეს.