გოგიძე ვიქტორ სტეფანეს ძე (1895)

  • დაბადების თარიღი: 1895 წ.
  • ეროვნება: ქართველი
  • სოციალური წარმომავლობა: გლეხი
  • განათლება: 1917 წელს დაამთავრა პრაპორშჩიკების სკოლა.
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ამიერკავკ. სამხ. ოლქის # 24 სამხედრო საწყობის გამგე; წოდება - მაიორი
  • პარტიულობა: საკავშირო კპ(ბ) წევრი 1927 წლიდან 1937 წლამდე; გაირიცხა კ/რ ტროცკიზმისთვის.

  • ბრალად ედება: რომ 1. იყო კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის წევრი, რომელმაც განახორციელა 01.12.1934 წ. ამხ. ს.მ. კიროვის მზაკვრული მკვლელობა და შემდგომ წლებში ამზადებდა ტერორისტულ აქტებს საკავშირო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ. 2. 1921 წ. შედიოდა კ/რ ორგანიზაციაში, რომელიც იბრძოდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. 3. მსახურობდა მენშევიკურ არმიაში და აქტიურად იბრძოდა წითელი არმიის წინაარმდეგ. ტყვედ ჩავარდნის შემდგომ პატიმრობიდან გაიქცა. 4. 1935 წლიდან იყო წევრი სამხედრო მავნებლური ორგანიზაციისა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და და კაპიტალიზმის რესტავრაცია. 5. ეწეოდა მავნებლობას სამხედრო ტექნიკის არმიის სამხედრო მომზადების სისტემაში, რაც მიმართული იყო მუშათა და გლეხთა წითელი არმიის სიძლიერის შესუსტებისაკენ. 6. ეწეოდა კ/რ აგიტაციას პარტიისა და ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ. 7. ამუშავებდა რიგ სამხედრო მოსამსახურეებს მათი კ/რ ორგანიზაციაში გადაბირების მიზნით.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: აკოპოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-7, 58-8, 58-10, 58-11.

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

1918-1921 წწ. მსახურობდა მენშევიკურ არმიაში ოცეულის მეთაურად. აქტიურად იბრძოდა წითელი არმიის წინააღმდეგ.