გოგოლაძე გრიგოლ პავლეს ძე (1906)

  • დაბადების თარიღი: 1906 წ.
  • დაბადების ადგილი: ხარაგაულის (ორჯონიკიძე) რ-ნი, სოფ. ბჟინევი, საქართველო
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
  • ეროვნება: ქართველი
  • სოციალური წარმომავლობა: საშუალო გლეხი
  • განათლება: უმაღლესი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: წულუკიძის რაიონის მომხმარებელთა კავშირის გამგეობის ყოფილი თავმჯდომარე
  • საცხოვრებელი ადგილი: წულუკიძე, საქართველოს სსრ
  • პარტიულობა: 1927 წლიდან დაპატიმრების დღემდე ალკკ წევრი

  • დაპატიმრების თარიღი: 08/01/1937 წ.
  • ბრალად ედება: ბრალად ედება, რომ რაიონის სამომხმარებლო საბჭოს თავმჯდომარედ ყოფნის დროს ხელს უწყობდა ხალხში უსიამოვნების დათესვას, მათთვის სამრეწველო საქონლით მომარაგების შეწყვეტის გზით. ხელოვნურად ქმნიდა პურის რიგებს. აძლევდა კერძო პირებს სამრეწველო საქონელს გადასაყიდად. სარგებლობდა თავისი მდგომარეობით და ეწეოდა გარყვნილ ცხოვრებას, ანიავებდა კოოპერატიულ საშუალებებს. უწევდა დახმარებას ტროცკისტების ოჯახებს. 1924-25 წლებში მალავდა ბანდიტებს მაჭარაშვილსა და ტაბატაძეს.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი, მომხსენებელი: ფარცხალაძე
  • მუხლი: 58-7, 58-10, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

წარსულში: ტროცკისტი