გოგუაძე სევერიან ხარლამპის ძე (1907)
- დაბადების თარიღი: 1907 წ.
- დაბადების ადგილი: ჩოხატაურის რაიონი, სოფ. ზომლეთი, საქართველო
- ეროვნება: ქართველი
- განათლება: არასრული საშუალო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - საქართველოს კპ(ბ) ჩოხატაურის რაიონული კომიტეტის მდივანი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1911 წლიდან 1937 წლამდე; გაირიცხა კონტრევოლუციური საქმიანობის გამო.
- ბრალად ედება: რომ 1) 1935 წლიდან დაპატიმრების დღემდე იყო მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციის მონაწილე. შედიოდა ახალგაზრდული კ/რ ორგანიზაციის ცენტრის შემადგენლობში; 2) ჩოხატაურის რ-ნში ჩამოაყალიბა კ/რ არალეგალური ორგანიზაცია, რომელშიც ჩაითრია 5 ადამიანი. ამას გარდა, საქართველოს სხვა რაიონებში სხვადასხვა დროს მან გადაიბირა 20-მდე პირი.3) მისთვის ცნობილი იყო მემარჯვენეთა ორგანიზაციის ტერორისტული, მეამბოხური საქმიანობის შესახებ და შედიოდა ტერორისტულ ჯგუფის შემადგენლობაში. 4) ეწეოდა ძირგამომთხრელ საქმიანობას ჩოხატაურის რაიონის სოფლის მეურნეობაში. თავი დამნაშავედ ცნო. მხილებულია ბლაუს, გიორგობიანის, ჩხეიძის, გველესიანის და სხვათაა ჩვენებებით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: ქადაგიშვილი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-8, 58-9, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან