გოიაევი მიხეილ გრიგოლის ძე (1902)
- დაბადების თარიღი: 1902 წ.
- დაბადების ადგილი: ცხინვალის (სტალინირი) რ-ნი, სოფ. გოიათა, საქართველო
- ეროვნება: ოსი
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ყოფილი პროკურორ,
- საცხოვრებელი ადგილი: ქ. სტალინირი (ცხინვალი), საქართველო
- პარტიულობა: საქ. სსრ კპ(ბ) წევრი; პარტიიდან გარიცხეს დაპატიმრების გამო.
- ბრალად ედება: რომ იყო წევრი არალეგალური მემარჯვენე ორგანიზაციისა, რომლის ხელმძღვანელის, ივანე ჯიჯოევის დავალებით ეწეოდა მავნებლობას სამხრეთ ოსეთის იუსტიციის სახალხო კომისარიატში. ამ კ/რ ორგანიზაციაში გადაიბირა 1937 წლის ივლისის დასაწყისში სამხრ. ოსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ივანე ჯიჯოევმა. თავად ვერ მოასწრო ვერავის გადაბირება ამ კ/რ ორგანიზაციაში. თავი ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: გაგუა, მონაწილეობდნენ: ქობულოვი, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან