გოლენევი მიხეილ ივანეს ძე (1904)

  • დაბადების თარიღი: 1904 წ.
  • დაბადების ადგილი: ორჯონიკიძე (ვლადიკავკაზი), რუსეთი
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
  • ეროვნება: რუსი
  • განათლება: დაწყებითი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - თავდაცვის სახალხო კომისარიატის სამხედრო ძალების #110 პირველი განყოფილების უფროსი, წოდება - პირველი რანგის ტექნიკოს-ინტენდანტი
  • საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ
  • პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს ყოფილი წევრი 1927 წლიდან; პარტიიდან გაირიცხა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაპატიმრების გამო.

  • ბრალად ედება: რომ იყო აქტიური წევრი კ/რ ტროცკისტული ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12.1934 წელს განახორციელა ამხ. ს.მ. კიროვის მზაკვრული მკვლელობა და შემდგომ წლებში გეგმავდა ტერაქტებს საკავშირო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ. 1934 წლიდან შედიოდა კ/რ სამხედრო, მავნებლურ ორგანიზაციაში, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობასა და კაპიტალიზმის რესტავრაციას. ეწეოდა აქტიურ, ფართო მავნებლურ საქმიანობას სამხედრო ძალების #24-ის სისტემაში. თავი დამნაშავედ ცნო.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: სერიკოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
  • მუხლი: 58-7, 58-8, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

წითელ არმიში მსახურობდა 1926 წლიდან.