გოლოვანოვი დიმიტრი მიხეილის ძე (1892)
- დაბადების თარიღი: 1892 წ.
- დაბადების ადგილი: რუსეთი, ნიჟნი ნოვგოროდის გუბ., ქ. ბალახნი
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლს გაცილებული
- სოციალური წარმომავლობა: წარმოშობით ვაჭრების ოჯახიდან
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ენგურქაღალდმშენის მთავარი ინჟინერი
- პარტიულობა: საკავშირო კპ(ბ) წევრი 1919 წლიდან; გაირიცხა დაპატიმრებასთან დაკავშირებით.
- ბრალად ედება: რომ იყო კ/რ ორგანიზაციის წევრი, რომელიც მოქმედებდა ქაღალდის წარმოებაში და მასში 1936 წლიდან ჩაითრია ამ ორგანიზაციის წევრმა, ენგურქაღალდკომბინატის მშენებლობის უფროსმა ვ. კ. ვიქტოროვმა. მისი დავალებით გოლოვანოვი ეწეოდა კ/რ მავნებლურ საქმიანობას ენგურქაღალდკომბინატის მშენებლობაზე და ამ მიზნის განახორციელებლად ჩაითრია ინჟინერ-ტექნიკოსთა პერსონალის ჯგუფი.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ვასილევი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-9, 58-11.
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან