გორდაძე შალვა ბესარიონის ძე (1905)
- დაბადების თარიღი: 1905 წ.
- დაბადების ადგილი: ხონის (წულუკიძე) რ-ნი, სოფ. კუხი, საქართველო
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- სოციალური წარმომავლობა: ვაჭარი
- განათლება: საშუალო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - 63-ე მთავარი საარტილერიო პოლკის პოლიტხელი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი; 1937 წელს გარიცხეს პარტიიდან სხვადასხვა კომბინაციებისათვის და რომ ახლო კავშირი ჰქონდა ხალხის მტერ ბუაჩიძესა და სხვებთან.
- ბრალად ედება: რომ იყო წევრი კ/რ სამხედრო ორგანიზაციისა, რომელიც ამზადებდა შეიარაღებულ გამოსვლებს საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მიზნით. ეწეოდა ანტისაბჭოთა აგიტაციას.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ცუცქირიძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-1–ბ, 58-8, 58-11.
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
იყო ვაჭართა ოჯახიდან.