გორდელაძე ალექსანდრე იგორის ძე (1904)
- დაბადების თარიღი: 1904 წ.
- დაბადების ადგილი: ასპინძის რაიონი, ზედუბანი, საქართველო (სოფ. ხერთვისი)
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- განათლება: წერა-კითხვის მცოდნე
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე მუშაობდა აჭარის თავდაცვა- ავიაქიმის საბჭოს (თავდაცვის, ავიაციისა და ქიმიური მშენებლობის ხელშემწყობი საზოგადოება) ცენტრალური გაერთიანების თავმჯდომარედ.
- საცხოვრებელი ადგილი: ქ. ბათუმი, საქართველოს სსრ, აჭარის სსრ
- პარტიულობა: 1924 წელს იყო მენშევიკური პარტიის წევრი. სკკპ(ბ) წევრი. 1937 წელს პარტიიდან გაირიცხა თვალთმაქცობის გამო.
- ბრალად ედება: რომ იყო კ/რ ტროცკისტული ტერორისტული მავნებლური ორგანიზაციის წევრი, იზიარებდა მის დებულებებს/მითითებებს და მიიღო ახალი წევრების გადაბირების და "ოსოავიახიმში" (თავდაცვის, ავიაციისა და ქიმიური მშენებლობის ხელშემწყობი საზოგადოება) მავნებლობის განხორციელების პრაქტიკულ დავალება.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: კონსტანტინიდი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 19-58-7, 19-58-8, 58-11.
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან