გოროხოვი მირონ ისაის ძე (1901)

  • დაბადების თარიღი: 1901 წ.
  • დაბადების ადგილი: ქ. გორკი, რუსეთი
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
  • ეროვნება: რუსი
  • სოციალური წარმომავლობა: მოსამსახურე
  • განათლება: დაწყებითი; დაბალი პოლიტიკური განათლებით.დაამთავრა უფროსი პოლიტ. შემადგენლობის კურსები მუშათა და გლეხთა წითელი არმიის სამხედრო-პოლიტიკურ აკადემიაში.
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის პოლიტიკური სამმართველოს ხელმძღვანელ პარტიულ ორგანოთა განყოფილების უფროსის მოვალეობის დროებით შემსრულებელი. ბატალიონის კომისარი.
  • პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1919 წლიდან

  • ბრალად ედება: რომ 1) იყო წევრი კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული, ჯაშუშური სამხედრო ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12.1934 წელს განახორციელა ს.მ. კიროვის მზაკვრული მკვლელობა და შემდგომ წლებში გეგმავდა ტერაქტებს სკკპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ; 2) შედიოდა საქართველოს სსრ- ში და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ნაწილებში მოქმედი კ/რ ორგანიზაციის შემადგენლობაში, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას და კაპიტალიზმის რესტავრაციას საქართველოს სსრ-ში; 3) აღნიშნული კ/რ საბრძლო ორგანიზაციის დავალებით ეწეოდა აქტიურ გადაბირებით და მავნებლურ საქმიანობას, როგორც წითელი არმიის პოლიტიკურ, ისე სამხედრო მომზადების დარგში. თავი დამნაშავედ ცნო. ჩვენებებით.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: რიაბოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
  • მუხლი: 58-7, 58-8, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

მხილებულია ბრალდებულების: ლევინის, მარტიუკოვის, იარცევის და სხვათა. წითელ არმიაში - 1918 წლიდან.