გრიგორიევი სერგეი გერასიმეს ძე (1898)
- დაბადების თარიღი: 1898 წ.
- დაბადების ადგილი: აზერბაიჯანი, მთიანი ყარაბაღი, ქ. შუშა
- ეროვნება: სომეხი
- სოციალური წარმომავლობა: მოსამსახურე
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - თბილისის ავტომატური სატელეფონო სადგურის უფროსი
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი
- პარტიულობა: საკავშირო კპ(ბ) წევრი 1918 წლიდან.
- ბრალად ედება: რომ იყო მემარჯვენეთა კ/რ ტერორისტული, ჯაშუშური, დივერსიულ- მავნებლური ორგანიზაციის წევრი, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და კაპიტალიზმის რესტავრაცია საკავშირო კპ(ბ)-ის და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ ტერაქტების და დივერსიულ- მავნებლური აქტების განხორციელებით, ასევე, ჯაშუშობით საზღვარგარეთის ერთ-ერთი სახელმწიფოს სასარგებლოდ. ბრალდებული ს.გ. გრიგორიევი მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციაში გადაიბირა აწ უკვე დახვრეტილმა ხალხის მტერმა ე. კვანტალიანმა. ეწეოდა კ/რ საქმიანობას 1933 წლიდან, იყო კავშირში მემარჯვენეთა კ/რ ჯაშუშურ- ტერორისტული დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, საქართველოს სსრ-ის კავშირგაბმულობის სახალხო კომისარიატის რწმუნებულის სისტემაში ვ.ს. უჩანეიშვილთან. იყო კ/რ ორგანიზაციის ტერორისტული გეგმების საქმის კურსში, კერძოდ, ტერორის განხორციელების შესახებ საკაშირო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ, კონკრეტულად კი ტერორისტული განზრახვის შესახებ საქართველოს კპ(ბ)-ის ცენტრალური კომიტეტის მდივნის ლ. ბერიას წინააღმდეგ. კ/რ კავშირი ჰქონდა სომხეთის კავშირგაბმულობის სახალხო კომისარიატის რწმუნებულის აპარატში არსებულ მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციასთან.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: გოცირიძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან