გრუშეცკი ვიქტორ ანტონის ძე (1910)
- დაბადების თარიღი: 1910 წ.
- დაბადების ადგილი: ჟიტომირის ოლქი, უკრაინა, პოტიოვსკის რაიონი, სოფ. ბუდილოვკა
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: პოლონელი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე იყო შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ქუთაისის ცხენოსანთა პოლკის საინჟინრო სამსახურის უფროსი. წოდება -ლეიტენანტი
- პარტიულობა: უპარტიო
- ბრალად ედება: რომ ა) 1930 წელს გადაბირებული იყო კ/რ ტროცკისტულ ორგანიზაციაში, რომელიც არსებობდა ჟიტომირის ავტოსაგზაო სასწავლებელში, უშუალოდ დაპატიმრების დღემდე ეწეოდა ფარულ კ/რ ტროცკისტულ ძირგამომთხრელ საქმიანობას. ბ) 1933 წლიდან იყო ერთ-ერთი უცხოური სახელმწიფოს დაზვერვის ჯაშუში, აწვდიდა სამხედრო ხასიათის ცნობებს და ეწეოდა ჯაშუშობისათვის პირთა გადაბირებას. თავი სრულად ცნო დამნაშავედ. კ/რ ტროცკისტულ საქმიანობაში მხილებულია მუნიჩკინის და სამუსევის ჩვენებებით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ხოლოპოვი, მონაწილეობდნენ: ტალახაძე, ჩარკვიანი, გოგლიძე.
- მუხლი: 58-6, 58-10, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
1932 წლიდან იყო საზღვრის დაცვის სამსახურში. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ჯარში - 1935 წლიდან.