გუდავაძე გრიგოლ გიორგის ძე (1901)

  • დაბადების თარიღი: 1901 წ.
  • დაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე, აფხაზეთი
  • ეროვნება: ქართველი
  • სოციალური წარმომავლობა: გლეხი
  • განათლება: უმაღლესი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: პროფესიით სამთო ინჟინერი. დაპატიმრებამდე - საქართველოს ადგილობრივი მრეწველობის სახალხო კომისარიატის სამთო მადნის სამმართველოს ხელმძღვანელი
  • პარტიულობა: საქ. სსრ კპ(ბ) წევრი; პარტიიდან გარიცხეს კ/რ მავნებლობისათვის.

  • ბრალად ედება: რომ 1. იყო დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის წევრი და ხელმძღვანელი, რომელიც მიზნად ისახავდა შეიარაღებული აჯანყების გზით საბჭოთა ხელისუფლების დამხობას. 2. კ/რ ორგანიზაციის დავალებით ტყვარჩელის ქვანახშირის მაღაროში ეწეოდა თანამშრომლების კ/რ გადაბირებას და ხელმძღვანელობდა გადაბირებით მავნებლურ საქმიანობას. 3. იყო ტყვარჩელის მაღაროს უფროსი და პირადად ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას, იწვევდა ავარიებს, მწყობრიდან გამოჰყავდა მექანიზმები და მაღაროს მოწყობილობები, ჩაშალა ნახშირის მოპოვების გეგმა.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: ბაბალოვი, მონაწილეობდნენ: ქობულოვი, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან