გულბანი ივანე რომანის ძე (1894)
- დაბადების თარიღი: 1894 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, ცაგერი, სოფ. ლაილაში
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: სასულიერო წოდების
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - მანგლისის სოფსაბჭოს თავმჯდომარე.
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი
- პარტიულობა: წარსულში სოციალ-ფედერალისტი; საკავშირო კპ(ბ) წევრი 1926 წლიდან.
- დაპატიმრების თარიღი: 08/18/1937 წ.
- ბრალად ედება: რომ იყო აქტიური წევრი მემარჯვენეთა კ/რ ტერორისტული, დივერსიულ- მავნებლური ორგანიზაციისა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და კაპიტალიზმის დამყარება ინდივიდუალური ტერორის განხორციელების გზით საკავშირო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ. ეწეოდა ძირგამომთხრელ საქმიანობას სოფლის მეურნეობის დარგში. ბრალდებული ი. რ. გულბანი კ/რ ორგანიზაციაში გადაიბირა 1936 წ. აწ უკვე ნასამართლევმა ხალხის მტრერმა შ. ი. ნამგალაძემ და შემდგომ კ/რ საქმიანობით დაკავშირებული იყო მემარჯვენეთა კ/რ ცენტრის ყოფილ წევრთან, შ. მათიკაშვილთან. ბრალდებული ი. რ გულბანი დაპატიმრების მომენტამდე 18.08.1937 წ. ეწეოდა აქტიურ კ/რ საქმიანობას საქართველოს მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის მიწათმოწყობის სამმართველოს სისტემაში, ხოლო მანგლისის სოფლის საბჭოს თავმჯდომარედ მუშაობის პერიოდში კ/რ ორგანიზაციაში პირადად იბირებდა ახალ წევრებს, ეწეოდა ძირგამომთხრელ მავნებლურ საქმიანობას მიწათმოწყობის ჩაშლის, კოლმეურნეობების დანგრევის და საკოლმეურნეო მშენებლობის დისკრედიტაციის მიზნით. ბრალდებული ი. რ. გულბანი იყო კ/რ ორგანიზაციის ტერორისტული გეგმების საქმის კურსში, რაც მიზნად ისახავდა ტერორისტული აქტების განხორციელებას საკავშირიო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. თავი ცნო დამნაშავედ. მხილებულია შ.ი. ნამგალაძის და ზ.პ. ჩახვაძის ჩვენებებით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: გოცირიძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-7, 58-8, 58-11.
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან