გულისაშვილი მიხეილ ზაქარიას ძე (1893)
- დაბადების თარიღი: 1893 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, თბილისი საცხოვრებელი ადგილი თბილისი
- სოციალური წარმომავლობა: სასულიერო წოდების, მღვდლის შვილი.
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - საქ. მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის აგრონომი
- პარტიულობა: უპარტიო
- დაპატიმრების თარიღი: 07/15/1937 წ.
- ბრალად ედება: რომ იყო აქტიური წევრი მემარჯვენეთა კ/რ ტერორისტული, დივერსიული მეამბოხე ორგანიზაციისა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და კაპიტალიზმის რესტავრაცია საკავშირო კპ(ბ)-ის და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ. ამზადებდა ტერაქტებს და დივერსიულ-მავნებლურ აქტებს სახალხო მეურნეობის დარგში და ამბოხებას ხელისუფლების ძალისმიერი გზით ხელში ჩაგდების მიზნით. კ/რ ორგანიზაციაში გადაიბირა 1932 წელს აწ უკვე გასამართლებულმა ხალხის მტერმა ს. კუხალეიშვილმა, რომელიც ხელმძღვანელობდა კ/რ ორგანიზაციას საქართველოს საბჭოთა მეურნეობების ტრესტში. ამ უკანასკნელის დავალებით, კ/რ ორგანიზაციაში შესვლის დღიდან მის დამატიმრებამდე 15/VII-1937 ბრალდებული მ.ზ. გულისაშვილი ეწეოდა კ/რ საქმიანობას, იბირებდა ახალ წევრებს კ/რ ორგანიზაციაში, ითრევდა მათ კ/რ ძირგამომთხრელ საქმიანობაში, პირადად იღებდა მონაწილეობას მავნებლურ საქმიანობაში მეცხოველეობისა და მემინდვრეობის დარგში პირუტყვის სულადობის და მოსავლის რაოდენობის შემცირების მიზნით და იყო ამბოხების მომზადების საქმის კურსში. თავი ცნო დამნაშავედ, მაგრამ შემდგომ უარყო აღიარება. მხილებულია ს.ი. კუხალეიშვილის და და გ.გ. ოქროპირიძის ჩვენებებით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: გოცირიძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-7, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან