გულნაზაროვი გიორგი ივანეს ძე (1890)
- დაბადების თარიღი: 1890 წ.
- სახელის ვერსიები: გალნაზაროვი გიორგი ივანეს ძე
- დაბადების ადგილი: საქართველო, საგარეჯო, სოფ. კაკაბეთი
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: სომეხი
- სოციალური წარმომავლობა: კულაკი
- განათლება: დაწყებითი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: აღმოსავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიული გუნდის ყოფილი მომღერალი
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, საგარეჯოს რაიონი, სოფ. კაკაბეთი
- პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს წევრი 1921წ.-დან 1922წ.-მდე. პარტიის რიგებიდან გაირიცხა, როგორც პასიური.
- ბრალად ედება: რომ იყო გაერთიანებული კ/რ ტროცკისტულ-მენშევიკური ორგანიზაციის აქტიური წევრი. 1929 წლის ბოლოს იღებდა მონაწილეობას არალეგალურ თათბირში სოფ. კაკაბეთში, რომელიც მოიწვია გ. ოქრომჭედლიშვილმა და სადაც უდიერად მოიხსენიებდნენ პარტიის ბელადს და განიხილავდნენ საკითხს ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ ტერორისტული აქტების განხორციელების შესახებ. 1936წ. დაპატიმრებამდე, იგი არ წყვეტდა კავშირს კ/რ ორგანიზაციის წევრებთან. იყო აღმოსავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიული გუნდის მომღერალი, 1936 წლის 18 სექტემბერს მონაწილეობა მიიღო თბილისში, არალეგალურ თავყრილობაში, რომელზეც სანდრო მჭედლიშვილმა აცნობა არსებული ვითარება ორგანიზაციის წევრების დაკავებასთან დაკავშირებით. გ. გულნაზაროვმა წარდგენილი ბრალდებები აღიარა. იმყოფებოდა თბილისის ციხეში.
- მუხლი: 58-10, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან