გუნაშევი ჰუსეინ აბდურახმანის ძე (1901)
- დაბადების თარიღი: 1901 წ.
- დაბადების ადგილი: დაღესტნის ასსრ, სოფ. კაზი-კუმუხი, რუსეთი
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: ლეკი, დაღესტნელი
- სოციალური წარმომავლობა: ხელოსანი
- განათლება: საშუალო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: უცხოეთის არმიის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ოფიცერი.
- დაპატიმრების თარიღი: 07/08/1937 წ.
- ბრალად ედება: რომ იყო უცხოეთის სახელმწიფოების დაზვერვის რეზიდენტი, წლების განმავლობაში ეწეოდა აქტიურ ჯაშუშურ საქმიანობას, ნერგავდა აგენტურას საბჭოთა ტერიტორიაზე საბჭოთა მოქალაქეების გადაბირების გზით, და აგზავნიდა საბჭოთა კავშირში პირებს ჯაშუშური დავალებით. ემიგრაციაში ყოფნისას იღებდა აქტიურ მონაწილეობას კ/რ ნაციონალისტური ორგანიზაციის შექმნაში მთიელი ა/ს ემიგრანტებისაგან და ეწეოდა აქტიურ სამუშაოს აზერბაიჯანსა და დაღესტანში იატაკქვეშა კ/რ უჯრედების შესაქმნელად. პატიმრებს შორის ეწეოდა მტრულ ა/ს აგიტაციას, იყოლიებდა მათ გამოძიების პროვოცირებისათვის. თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ.1937 წლის 8 ივლისიდან მოთავსებულია საქართველოს სსრ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის შიდა ციხეში (გადმოყვანილია ბანაკიდან).
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ბაინდუროვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
ყოფილი ემიგრანტი; იყო რა პატიმრობაში 1936 წელს, შეიტანა თხოვნა სსრკ-ში დარჩენის უფლებაზე.