გურამოვი მიხეილ გიორგის ძე (1885)

  • დაბადების თარიღი: 1885 წ.
  • სახელის ვერსიები: გურამიშვილი მიხეილ გიორგის ძე
  • დაბადების ადგილი: საქართველო, თბილისი
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
  • ეროვნება: ქართველი
  • სოციალური წარმომავლობა: თავადი
  • განათლება: უმაღლესი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ინჟინერ-მშენებელი. დაპატიმრებამდე მუშაობდა კასპის ცემენტის ქარხნის კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსად.
  • საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი
  • პარტიულობა: უპარტიო

  • ბრალად ედება: რომ 1927 წ. იყო ქართული კ/რ „ხუთეულის“ არალეგალური ქართული ნაციონალური ცენტრის აქტიური წევრი, რომელიც მავნებლობდა საქართველოს სატყეო მეურნეობაში და 1935 წლიდან იყო კ/რ ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის აქტიური წევრი და მჭიდრო კავშირი ჰქონდა აწ უკვე ნასამართლევ კონტრრევოლუციონერ, კასპის ცემენტის ქარხნის ყოფილ დირექტორ ალექსანდრე სპირიდონის ძე ქებაძესთან. მავნებლობდა ქარხნის მშენებლობაზე და აფერხებდა ქარხნის მომარაგებას თეძმის ტუფით.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: რუსკოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-8, 58-9, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

ყოფილი სამხედრო ინჟინერი; წოდებით - მეფის არმიის პოდპოლკოვნიკი. მენშევიკების დროს კავკასიის ფრონტის სამხედრო-საინჟინრო დისტანციის უფროსის თანაშემწე და სამხედრო სამინისტროს ტექნიკური სექციის უფროსი