გურჯიშვილი დავითი ივანეს ძე (1899)
- დაბადების თარიღი: 1899 წ.
- დაბადების ადგილი: აზერბაიჯანი, ზაქათალის რაიონი, სოფ. ბელაქანი
- ეროვნება: ქართველი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: მარქსიზმ-ლენინიზმის კურსების დირექტორი, შემდეგ - მეცხოველეობის ტრესტის მმართველის თანაშემწე საკადრო საკითხებში
- პარტიულობა: სკკპ (ბ) წევრი 1918-დან 1937 წლამდე. გაირიცხა დაპატიმრების გამო.
- ბრალად ედება: რომ იყო კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული ორგანიზაციის აქტიური წევრი. ხელმძღვანელობდა კ/რ ტროცკისტულ ჯგუფს მარქსიზმ-ლენინიზმის კურსებზე, სადაც ეწეოდა კ/რ ორგანიზაციაში ახალი წევრების გადაბირებას კურსის მსმენელთაგან.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: დრეი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-8, 58-10, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან