გუჯაბიძე აკაკი ვასილის ძე (1899)

  • დაბადების თარიღი: 1899 წ.
  • დაბადების ადგილი: ოზურგეთის (მახარაძე) რაიონი, სოფ. ჩოჩხათი, საქართველო
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
  • ეროვნება: ქართველი
  • განათლება: არასრული საშუალო; მუშათა ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი.
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - 47-ე ქართული დივიზიის სამხედრო ტრიბუნალის თავმჯდომარე. წოდება - ბატალიონის კომისარი (ტრიბუნალში მუშაობა არ დაუწყია)
  • პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1919 წლიდან; პარტიიდან გაირიცხა დაპატიმრების გამო.

  • ბრალად ედება: რომ 1) იყო აქტიური წევრი კ/რ ტროცკისტული ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12.1934 წელს განახორციელა ს.მ კიროვის მზაკვრული მკვლელობა და შემდგომ წლებში გეგმავდა ტერაქტებს სკკპ(ბ)-სა და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელთა წინააღმდეგ; 2) 1929 წლიდან იყო წევრი კ/რ ტროცკისტულ საბრძოლო ორგანიზაციისა, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობასა და კაპიტალიზმის რესტავრაციას; ეწეოდა აქტიურ კ/რ საქმიანობას წითელი არმიის ბრძოლისუნარიანობის ძირის გამოსათხრელად და კ/რ კადრების შესაქმნელად პარტიასა და არმიაში. თავი დამნაშავედ ცნო.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: სერიკოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
  • მუხლი: 58-7, 58-8, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

მსახურობდა მენშევიკური არმიაში რიგითად. წითელ არმიაში მსახურობდა 1921 წლიდან.