დათეშიძე გრიგოლ ყარამანის ძე (1895)
- დაბადების თარიღი: 1895 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, ქუთაისი
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: ქართველი
- განათლება: არასრული უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: პროფესიით მეტყევე-პრაქტიკოსი; დაპატიმრებამდე - საქართველოს სსრ-ს ადგილობრივი მრეწველობის სახალხო კომისარიატის რეზონანსის მომზადების ჯგუფის ხელმძღვანელი
- პარტიულობა: უპარტიო
- ბრალად ედება: რომ იყო საქართველოს სატყეო მრეწველობაში არსებული კ/რ მავნებლური ორგანიზაციის წევრი, რომელიც კავშირში იყო კ/რ "ქართულ ნაციონალისტურ ცენტრთან", რომელშიც 1930 წელს გადაიბირა ამ კ/რ ორგანიზაციის წევრმა ნ. ს. ბრეგვაძემ. იყო პასუხისმგებელი აღმასრულებელი საქტყისტრესტში და საქართველოს სსრ-ის ხეტყის მრეწველობის სახალხო კომისარიატში ხის ძვირფას ჯიშებზე, ეწეოდა კ/რ მავნებლურ საქმიანობას, რაც გამოიხატება ძვირფასი ჯიშის მასალის მარაგის შესახებ ინფორმაციის დამალვაში, ფანერის (ფირფიცრის) ქარხნების მასალით მომარაგების დაგვიანებასა და საექსპორტო პროგრამის ჩაშლაში.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ვასილევი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-7, 58-10, 58-11.
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან