დანელიანი ერვანდ ამაიაკის ძე (1907)
- დაბადების თარიღი: 1907 წ.
- დაბადების ადგილი: არტიკის რ-ნი, სომხეთი, სოფ. ბოგასკიასი.
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: სომეხი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- განათლება: არასრული საშუალო; 7 კლასის განათლებით.
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: სოფლის მეურნეობის მუშაკი; წითელ არმიაში მსახურობდა 1925 წლიდან; მე-20 კავკასიურ სამთო მსროლელი დივიზიის 59-ე სამთო მსროლელი პოლკის მე-20 დროებითი კომისარი. წოდება - პოლიტხელი.
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1929 წლიდან; პარტიიდან გაირიცხა დაპატიმრების გამო.
- ბრალად ედება: რომ 1) იყო აქტიური წევრი კ/რ ტროცკისტული ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12.1934 წელს განახორციელა ს.მ კიროვის მზაკვრული მკვლელობა და შემდგომ წლებში გეგმავდა ტერაქტებს სკკპ(ბ)-ს და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელთა წინააღმდეგ; 2) 1936 წლიდან შედიოდა კ/რ საბრძოლო, ტროცკისტულ ორგანიზაციაში, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობასა და კაპიტალიზმის რესტავრაციას; 3) ეწეოდა აქტიურ კ/რ საქმიანობას წითელი არმიის ბრძლისუნარიანობის ძირის გამოსათხრელად. თავი ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: სერიკოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
- მუხლი: 58-7, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან